უკრაინამ ომის დაწყების დღიდან მარიუპოლიდან და ქალაქის გარეუბნებიდან 500-მდე სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, – ამის შესახებ “აზოვის” მფარველობის სამსახურის უფროსმა, ელენა ტოლკაჩევამ განაცხადა.
მისი თქმით, ცხედრების ვიზუალური იდენტიფიცირება შეუძლებელია და ამისთვის დნმ-ის გამოკვლევას იყენებენ.
“ეს არის ცხედრები მარიუპოლიდან და მისი შემოგარენიდან. ზოგჯერ გვამებს გადაჰყავთ სხვა უკონტროლო ქალაქებიდან, მაგრამ ძალიან ცოტაა… ჩვენ ადრე ვცნობდით მათ როგორც აზოველებს, რადგან ვიღაცას ჰქონდა შევრონები, ვიღაცას ჰქონდა აზოვის ფორმა, აზოვის, სიმბოლოები, ტატუები . ახლა იდენტიფიცირებულია და დაკრძალულია დაახლოებით 20 ადამიანი. დანარჩენები სამხედროების სხვადასხვა დარგია: მათი უმეტესობა საზღვაო ქვეითები, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და პოლიცია, საზღვაო გვარდია და სახელმწიფო საგანგებო სამსახური,“- თქვა ტოლკაჩოვამ.
ცნობისთვის, გარდაცვლილები მარიუპოლიდან ივნისის დასაწყისიდან გადაიყვანეს.