ეს იქნება ექსპერტიზაში სერიოზული ხელის შეშლა – მარიამ ჯიშკარიანი უცხოელი ექსპერტისთვის ლიცენზიის გაცემასთან აკავშირებდათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოში გაეროს ექსპერტი ჩამოვა. ამერიკელი ექსპერტი, სააკაშვილთან შესვლის და მისთვის გამოკვლევების ჩატარების უფლებას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ელოდება. გაეროს ექსპერტის საქართველოში ჩამოსვლის ინფორმაცია  უკვე ოფიციალურად მიიღო აზარაშვილის უწყებამ, შესაბამისი დოკუმენტები სამინისტროს უკვე გადასცა მარიამ ჯიშკარიანმა.

„ყველა დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი, შესაბამისად, მოვითხოვთ, რეგულირების სააგენტოსგან, ნუ აყოვნებს ცენტრი „ემპათიის“ გადაწყვეტილებას და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება 5 უცხოელი ექსპერტის ლიცენზიების აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტი, რომელიც მოწვეულია „გაეროდან“, გახლავთ „გაეროს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, იქნება ორშაბათს ადგილზე და მას თუ რაიმე შეფერხება შეექმნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს არადროული მოქმედებებით, ეს იქნება ექსპერტიზაში სერიოზული ხელის შეშლა”. – განაცხადა ჯიშკარიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share