ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მთავარი კითხვები იქნება, დაიჯერებს თუ არა ნეიტრალური ამომრჩეველი, რომ ის ნამდვილად წავიდა და პარტიის საქმიანობაში არ ჩაერევა.ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისშია და ბიძინა ივანიშვილის წასვლა არ ჰგავს გამარჯვებულის წასვლას.
„2012-შიც თქვა, რომ სააკაშვილი ჩამოაშორა ხელისუფლებას და შემდეგ წავიდა კერძო სექტორში, მაგრამ გარკევული დროით. აღმოჩნდა, რომ არ წასულა, ასე რომ გარანტია იმის, რომ ნამდვილად მიდის არ არსებობს“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან ხელმეორედ წასვლის შესახებ.
ვინ იქნება პარტიის მომავალი თავმჯდომარე?!