თურმე ამერიკა ჩალიჩობს ხელისუფლებაში “ნაცების” მობრუნებაზე, ამ სიგიჟეს რომ იჯერებ ან პარტიის მესიჯბოქსის გამო ლაპარაკობ, ეგ ხომ სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ამერიკა ჩალიჩობს თურმე ხელისუფლებაში ნაცების მობრუნებაზე, მაგრამ სანამ ბატონი ბიძინაა საქართველოში არაფორმალურ ტო ესტ უგვირგვინო მეფედ, ეს ამბავი მათ არ გაუვათ.
აი, ამ, ვიყოთ კორექტულები და, სიგიჟეს რომ იჯერებ ადამიანი, ეგ ხომ უკვე სერიოზული პრობლემაა და რომ არ გჯერა და პარტიის მესიჯბოქსის გამო ლაპარაკობ, ისიც ხომ არანაკლები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით ისაა, რომ მსგავსი იგავმიუწვდომი იდიოტობის დამჯერ-ამყოლი ამ ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი არაერთი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი,” – წერს დავით ზურაბიშვილი.