ჩოხატაურში, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ჩოხატაურში, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივმა მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს.

ჩვენთან საუბარში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავარია,რომ მსხვერპლი არ არის და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ეხლა სპეციალური კომისია გამოიკვლევს ხარჯის გაცემის მიზეზებს.

ირაკლი კუჭავამ, ჩოხატაურის საკრებულოს  თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს, თავდადებული მუშაობისათვის, რომლის ძალისხმევის შედეგად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის 4 სახანძრო ბრიგადიდან, 2 სახანძრო ბრიგადა ამ წუთებში ბორჯომში იმყოფება, სადაც ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან, რის გამოც, ადგილობრივ მეხანძრეებს მოუხდათ სამტრედიისა და ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადების გამოძახება.

ამ წუთებში, ოზურგეთის, სამტრედიისა და  ჩოხატაურის სახანძრო ბრიგადები ასრულებენ სამუშაოებს და დაიწყება  მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა.

No description available.

No description available.

No description available.

No description available.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share