“როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე!!!” – ვინ არის მასწავლებელი, რომელიც კვარაცხელიას სწავლისკენ მოუწოდებს

ქართელი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პროფილის სურათზე კომენტარი მისმა მასწავლებელმა, მანანა მერაბიშვილმა დაწერა. მის ამ ნაწერს გულშემატიკვრების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა. პედაგოგი დარიგების გამო ბევრმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ კვარაცხელიას სწავლა არ სჭირდება და ის ფულს ფეხებით შოულობს.

“ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის, გაკვეთილები ისწავლე!!!”, – წერდა მერაბიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მანანა მერაბიშვილმა იხუმრა და სინამდვილეში ხვიჩა კარგი მოსწავლე იყო.

მან ფოტოზე შემდეგი კოემნტარიც დაწერა – “ჩემი საყვარელი მოსწავლე! როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე!!!”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share