ქუთაისში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობა იწვის

ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო სახლებია და ცეცხლის გადადების საფრთხე არსებობს. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share