ხელვაჩაურის მერიაში “თავისუფლების კვარტალი” განთავსდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ,,თავისუფლების კვარტალი” გახსნეს. ,,თავისუფლების კვარტალი,, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ,ნაციონალური მოძრაბის” კაბინეტში განთავსდა. მათი თქმით, ახალგაზრდები კონსულტაციას გაუწევენ იმ მოქალაქეებს რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურებში დახმარება ესაჭიროებათ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მივლენ ყველა ოჯახში ვისაც მათი დახმარება სჭირდებათ. ხელვაჩაურის მერიის შენობაში მისულ საინიციატოვო ჯგუფის წევრებს, თავდაპირველად დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მათ შენობაში არ უშვებდნენ, იმ მიზეზით რომ დასვენების დღეა, თუმცა საბოლოოდ ისინი შენობაში შევიდნენ. შეგახსენებთ რომ ბათუმი ,,თავისუფლების კვარტალი” უკვე ორ თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლის წინ ფუნქციონირებს. გუშინ აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ,,თავისუფლების კვარტალი” აჭარის სამ მუნიციპალიტეტში განთავსდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share