“დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ განკარგულება გაეცა – ზელენსკი და მისიანები კი უკვე სარდაფში იქნებოდნენ” – კადიროვი

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი აცხა­დებს, რომ მზად იყო კი­ე­ვი თა­ვად აეღო, თუმ­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა არ გას­ცა.ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლეგ­რა­მის სა­კუ­თარ არხზე გა­ნა­ცხა­და.

“მე დიდი ხნის წინ ავი­ღებ­დი კი­ევს, პუ­ტინს რომ შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ე­ცა, ზე­ლენ­სკი და მი­სი­ა­ნე­ბი კი უკვე სარ­დაფ­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ და­კი­თხვა­ზე. ამი­ტომ, მად­ლო­ბა პუ­ტინს, რომ არ მოგ­ვცა კი­ე­ვის აღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა კა­დი­როვ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ევ­რო­პას­თან ომის გეგ­მა დიდი ხნის წინ ჰქონ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ახლა თა­ვად უკ­რა­ი­ნის მთლი­ა­ნად და­სა­კა­ვებ­ლად მხო­ლოდ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბას ელო­დე­ბა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share