ონიოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, თურქეთის 2 მოქალაქე, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტო/ვიდეო მასალას აქვეყნებს.
კადრებში ჩანს იარაღი, ბეისბოლის ჯოხი და სხვადასხვა რკინის საგნები, რომლებიც სავარაუდოდ, დაპირისპირებაში ფიგურირებდა.
ღოღობერიძის ცნობით, დაზარალებული სოციალურ დაუცველია, რომელიც ჯართს აგროვებდა.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.