ოზურგეთის კულტურის სამსახურს, გავრცელებული ინფორმაციით ცხემლისხიდის სკოლის აწ უკვე ყოფილი დირექტორი და “ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის საკრებულოს ორგზის დეპუტატი, ლალი სიჭინავა უხელმძღვანელებს.
ამ პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატურა, ნატო ხომერიკი განიხილებოდა, თუმცა არჩევანი სიჭინავაზე გაკეთდა.
ასევე გაირკვა აწ უკვე დროებით პატიმრობაში მყოფი, ილია ლეჟავას, ოზურგეთის სამხედრო განყოფილების უფროსის შემცვლელის ვინაობაც, როგორც “გურიის მოამბე” იუწყებოდა და ვარაუდობდა, ამ ადგილს ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელის, დათო დარჩიას გარემოცვის წევრი,გელა ჭანუყვაძე დაიკავებს.