გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ქართულ “წამყვან ოპოზიციას” მიმართავს.
“მაქვს ასეთი შეთავაზება საქართველოს წამყვან ოპოზიციასთან. არა, ნიკა მელიას არ ვგულისხმობ არავითარ შემთხვევაში, ხაზარაძეს მივმართავ და მის პარტიას, ეგენია დღეს წამყვანი ოპოზიცია, ყველა რომ მაგათ დაკრულზე და ნათქვამზე თამაშობს. მიმართვა ასეთია:
მართლა გაქვთ შანსი რომ ბიძინა გააგდოთ, აი ნაღდად.
დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ფულად აქვს ბიძინას დაყადაღებული, დიდი ფულის გამცემი არასოდეს იყო და ახლაც აღარ და ვეღარ იქნება.
მოკრიბეთ მთელი ოპოზიცია, პარლამენტის, გამგეობების და საერთოდ ყველა დონეზე არჩეული ადამიანი. მოკრიბეთ და დაჰპირდით, რომ თუ ბიძინას გავაგდებთ, მთელ იმ ქონებას, რაც ბიძინამ მიითვისა საქართველოში, მთელ ბიზნესს, გადაგინაწილებთ.
უთხარით კაცურად და პატიოსნად ყველას, იქნება ეს გირჩი თუ კონსერვატივი თუ ლეიბორისტი თუ სულერთია ვინცაა, რომ ბიძინას საკმარისზე მეტი აქვს მითვისებული საქართველოში და ეს ბიძნესი ყველას ეყოფა.
უთხარით ასევე კაცურად და პატიოსნად, რომ თქვენ, ანუ ,,ლელოელები,, დაიტოვებთ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ბიზნესს და დანარჩენს კი გადაუნაწილებთ სხვა ოპოზიციას.
მე პირადად ამ მოდელზე თანახმა ვარ.
საქართველოში არსებული ძალებით ბიძინას წურბელობის დასრულების სხვა გზას მე ვერ ვხედავ.
და როგორ მოხდება ბიძინას წასვლა?
თუკი ყველა არჩეული დატოვებს პარლამენტს, ადგილობრივ და ცენტრალურ არჩევით ინსტიტუციებს და ამ პროცესში ჩართავთ ინტერნაციონალურ სტრუქტურებს, ელჩებს, ევროპისა და ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებს, თანაც, ახლანდელ ხელისუფლებას გამოაცხადებთ სანქციების არამარტო არ მონაწილედ, არამედ რუსეთთან არალეგალურად მოვაჭრედ, პუტინის ფულის გამთეთრებლად, მაშინ მოხდება ის რომ ერთის მხრივ ყველა არჩეული სტრუქტურა გახდება ,,ერთპარტიულობის,, გამო არალეგალური და მეორეც დასავლეთი დაგიდგებათ გვერდით, რომ სამაგალითოდ დასაჯოს პუტინის მონები.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსების ბოლო შანსია, არ გადაინაცვლნონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სანაგვეზე და არ გახდნენ ბიძინისტანის საბოლოო მსხვრეპლი.
თუკი ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, მაშინ უკვე ყველა პარტია გახდება მაქსიმუმ 3 პროცენტიანი და უკვე ხალხი მოისვრის მათ პოლიტიკურ სანაგვეზე.
რატომ არ მივმართავ ნიკა მელიას?
მგონი გასაგები უნდა იყოს“, – წერს იაგო ფრანგიშვილი.