ავტოსაგზაო შემთხვევას რაჭაში ანსამბლ ძირიანის წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმრის წერილს ანსამბლი “დიდგორი“ ავრცელებს:
“დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ ძირიანის წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა.
ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს…” ნათქვამია დიდგორის სამძიმარში.