რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა, – ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დიზაინერმა იგორ გულიაევმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უღებს დიზაინერი მანქანის კარს პუგაჩოვას და გაოგნებული ეძახის: თვალებს არ ვუჯერებ, მართლა შენ ხარ.
ვიდეოს გავრცელებამდე პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნებაზე ლატვიის კულტურის ყოფილმა მინისტრმა, 86 წლის კომპოზიტორმა და დირიჟორმა რაიმონდ პოლსმაც ისაუბრა.
„ალას ვესაუბრე, მან თქვა, რომ ბავშვებთან ერთად მოსკოვში დაბრუნდებოდა“, – აცხადებდა პოლსი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: