“ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება, ესაა ჩემი ოცნება – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ ის ვრცელ წერილში საუბრობს, სადაც ასევე აცხადებს, რომ პარტიასა და პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს.

ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. წერილში ვრცლად მოიხილავს, მისი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევებს და კვლავ ასევე ვრცლად საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაზე.

“გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია. არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა”, – წერს ივანიშვილი და დასძენს:

„დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება.

გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება.

https://netgazeti.ge/news/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    "ეს ოკუპანტის "მეოცნებე", "პოზორნი" ხელისუფლება უკომპრომისო თანმიმდევრული ბრძოლით შეიძლება "გაისტუმრო""დიახ უმაგრესი და სამართლიანი რეაქცია გვქონდა პუტინის "პროპაგანდისტის", ქართული მთლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორის მიმართ, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევით გაღატაკებულ , "გამომწყვდეულ" საქართველოში 50 კაცით ,საგრიალოდ ჩამოფრინდა და ჩვენ არ დავხვდით ხელგაშლილები , როგორც ყოველთვის და ელარჯი” არ ვაჭამეთ, არც ვიღაც მასპინძელ "პევიჩკას" შეარგეს ვაჟკაცებმა და პატრიოტმა ადამიანებმა ,დაგეგმილი…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში"ჟურნალიტი ვახო სანაია  თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    მარტო არ ხართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში - ამერიკელი სასულიერო პირების წერილი ქართველებსმშვიდობის კათედრალმა, რომლის წინამძღვარი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო ინტერრელიგიური მოღვაწეების წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება. წერილს გთავაზობთ უცვლელად: "მშვიდობა და კეთილი სურვილები ყველას, ვინც ამ წერილს კითხულობთ. როგორც გლობალური თემის წევრები და მორალური ლიდერები, გწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს  მოქალაქეებისადმი, რომლებიც ახლა დემოკრატიისა და…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის"რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა