ყოფილი დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს დაბადების დღეს სოცქსელით ულოცავს:
„დღეს, უამრავი სიკეთით, ღირსებითა და სათნოებით შემკული ქალბატონის,
ეკა ხვედელიძის დაბადების დღეა!
გილოცავთ ღვაწლმოსილო ქალბატონო!
საოცარი ადამიანი ბრძანდებით, მუდამ თავდედებული სიკეთისა და მოყვასის სიყვარულისთვის.
სწორედ ამიტომ შეგიძლიათ, ცხოვრების მწვერვალზეც გასაოცარი უბრალოებით ატაროთ ის მარადიული ფასეულობები, რისთვისაც მართლაც ღირს ადამიანად ყოფნა!
მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ბატონ ბიძინას, პატარა ბერუკას და თქვენს შვილებს,
თქვენს ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თქვენი დაბადების დღე ნამდვილი ზეიმია, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მათ რიცხვში ჩვენც ვართ.
ბევრ შვილიშვილს, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ულევ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ !
დიდხანს, დიდხანს იყავით ამქვეყნად თქვენს დიდებულ მეუღლესთან, ძვირფას ოჯახთან ერთად!
უღრმესი მადლობა თქვენი უამრავი სიკეთისა და ქველმოქმედებისათვის,
მადლობა, წმიდა სამების საკათედრო ტაძრისთვის..
მადლობა იმ სითბოსა და თანადგომისთვის, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გამოიჩინეთ ჩვენთვის ურთულეს დროს!
წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მადლმა,
წმიდა სამებამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ!
ძალიან, ძალიან მიყვარხართ!“