ცნობილი ტერორისტი, ანდერს ბრეივიკი, ნორვეგიის მთავრობას უჩივის – მიზეზი

ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა, ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უჩივის. ბრეიკივი ამბობს, რომ 10 წლის იზოლაციაში გატარებით, მისი როგორც ადამიანის უფლებები დაირღვა.

ბრეივიკი  2012 წლის 22 ივლისს  გაასამართლეს, მას 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და უკვე 10 წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის.  პერიოდულად, ტერორისტი ან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის უფლებას ითხოვს.
ბრეივიკი ასევე პრეტენზიას გამოთქვამს ციხის საკვებსა და იმაზე, რომ მისი მიღება მას პლასტმასის ჭურჭლიდან უწევს.

შეგახსენებთ, რომ მის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ქართველი  თამთა ლიპარტელიანი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share