პოლიციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც ანაკლია-განმუხურის ხიდზე შუშები ჩაამტვრიეს

ზუგდიდის პოლიციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც ანაკლია-განმუხურის ხიდზე შუშები ჩაამტვრიეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი უკვე დაკითხეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. ორივე მათგანი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ შუშების ჩამსხვრევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ ჩაამსხვრიეს ხიდის შუშები.

ჯერჯერობით მათ ბრალი არ წარდგენიათ, პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

განმუხური-ანაკლიის ხიდის შუშები 16 აგვისტოს ჩაამტვრიეს, დაზიანებულია 52 მოაჯირი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share