“2 დღიანი უწყლობა იქნებ ისეთი დროისთვის გადადოთ, ცეცხლი რომ არ ექნება ქალაქს მოკიდებული” – ლომჯარია GWP-ს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ის მიერ დაანონსებულ 34-საათიან წყლის გათიშვას.

„მომავალ კვირაში ჰაერის ტემპერატურა 34-დან 38 გრადუსამდე მიაღწევს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power თქვენი დაანონსებული 2 დღიანი უწყლობა იქნებ ისეთი დროისთვის გადადოთ, ცეცხლი რომ არ ექნება ქალაქს მოკიდებული, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ადამიანებს უფლება გვაქვს ასეთ დროს გვქონდეს წყალი!“ – წერს ნინო ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share