შეკვეთილში ფერმერთა დღე აღინიშნა. დღეს, სოციალურმა სივრცემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა და წარმატებულ მეწარმეებს უმასპინძლა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქცია. ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.
ფერმერების დღე მერიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტია, რომელიც მეწარმეებისა და ოჯახური სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.