SOS: მოვითხოვ, გამოაქვეყნეთ გელათის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა – ნიკა ვაჩეიშვილი საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს

ქართველი ხელოვნებათმცოდნე. ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს”

“გელათის თაობაზე:

წლობით გაფუჭებული საქმე, რომელსაც სახელმწიფო მალავდა და ხელს აფარებდა, უცხოელმა ექსპერტებმა შეაფასეს როგორც კატასტროფა. ჩვენ ვწერდით ამაზე ჯერ კიდევ 2021 წელს და მერეც.

საქართველოს საპატრიარქომ, იმის გამო, რომ გარკვეულიყო საქმეში, ამ რამდენიმე თვის წინ თავად მოიწვია კომპეტენტური უცხოელი ექსპერტები.

ჩემი ინფორმაციით – დასკვნაში გელათი კიდევ ერთხელ შეფასებულია, როგორც არაკომპეტენტურად ჩატარებული სამუშაოს გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სიძველე, სადაც დაზიანების პროცესი დღესაც ინტენსიურად მიდის და ჩარევები კვლავ არაკომპეტენტურია!

საპატრიაქრქო რატომღაც არ ელოდა ასეთ კატეგორიულ და მძიმე შეფასებას. ყველა დაიბნა. შედეგად დასკვნა გასაიდუმლოებულ იქნა. იგი კვლავ სახელმწიფო უწყებაში გადააგზავნეს – იღონეთ რამეო.

დასკვნა დამალულია.

მას არ აქვეყნებს არც საპატრიარქო, ეს სახელმწიფოსთან დაპირისპირებას ნიშნავს.

და არ აქვეყნებს კ. სამინისტრო – სააგენტო, რომელმაც გელათი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

საკითხი რჩება საზოგადოების (თუკი ასეთი არსებობს) აქტიურობის იმედად, რომ მან აიძულოს ეს ორგანოები – გამოაქვეყნონ სიმართლე გელათზე.

ამ მდგომარეობაში ვართ ახლა: ჩარაზული სიმართლე და არაკომპეტენტურობის დანაშაულებრივი ზეიმი!

მოვითხოვ: გამოაქვეყნეთ გელათის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა. მისი დამალვა არანაკლები

დანაშაულია! გელათი ელის შველას!

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳

@საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share