ჩოხატაურელი მამაკაცი პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში ჩოხატაურელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის გიორგი გ-ძე გარდაცვლილი მეგობარმა იპოვა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

იგი პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. გიორგი გოგოლაძეს მშობლიურ სოფელ სამებაში 3 კვირაში ჩამოასვენებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share