ამერიკელი ექსპერტი, ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი კლინიკა “ვივა მედში” იმყოფება – დღეს საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს და მის სამედიცინო ისტორიას გაეცნობა.
კლინიკაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძეც.
ცნობილია, რომ რამდენიმე საათში თბილისში ჩამოვა შვეიცარიელი სპეციალისტიც. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში კიდევ სამ უცხოელ ექსპერტს ელოდებიან.
როგორც ცნობილია, უცხოელი ექსპერტები საქართველოში 3 დღე დარჩებიან. ამ დროის განმავლობაში შეხვედრები იგეგმება, თავად მიხეილ სააკაშვილთან, მისი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, ასევე ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლებთან. შეხვედრების შემდეგ, უცხოელი ექსპერტები საბოლოო დასკვნას მოამზადებენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას და მისი გამოჯანმრთელების გზებს შეეხება.