რუსეთში ქართველი არასრულწლოვანი ძმები გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ძმამ ტყუპისცალი იარაღით მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა. არ არის გამორიცხული ისინი სახიფათო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლნი იყვნენ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ტყუპი ძმები იგორ და ნიკალაი გრციევები წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს 17 აგვისტოდან ეძებნენ. ისინი სახლიდან წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.