სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„ამასობაში დიდი ამბავი დაგვეწია!
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაიწყო მასიური შეტევა ხერსონის მიმართულებაზე!
როგორც წერენ ორკების თავდაცვის პირველი ზღუდე გარღვეულია! რუსები მასირებულად ტოვებენ პოზიციებს და იხევენ უკან! დაიწყო ბრძოლა ქალაქისთვის!
ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ბევრი სახელმწიფო უწყება!
ეს დღეს დადგა! ჩვენ მოვიგებთ ომს! მოვიგებთ, ძალიან მალე!“ – წერს ნიკო მიქაია.