თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ სლოვენიაში კონფერენციაზე იმყოფება,
“სლოვენიაში კონფერენციაზე ვარ. მთელი ევროპა აქ არის. ქალბატონი ურსულა, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. დილით პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს უსმენდა ყველა, და როგორც უკვე ჩვეულებად იქცა საქართველოს არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი.
მე კი ვილაპარაკებ ჩვენი ქვეყნის ამოცანებზე, ჩვენი ხალხის წუხილსა და ევროპულ ოცნებაზე აქ და ძალიან მადლიერი ვარ ორგანიზატორების მოწვევისა და ამ დიდებული შესაძლებლობისთვის მივმართო კონფერენციას მაგრამ ….
ხვალ საგარეოს მოადგილე იქნება მაგრამ ევროპის ლოდერებიდან ხვალ აქ თითქმის აღარავინ იქნება, რატომ ვუშვებთ ყველა მაგავს შესაძლებლობას“, – წერს თინა ხიდაშელი.