”სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი ყველა კუთხით, ეს იქნება ხანძარი, ეს იქნება ბუნებრივი სტიქია… რომელ ქვეყანაშია, რომ ხელისუფალს, მმართველი ძალა იქნება ეს თუ იმ მომენტში საქმისმწარმოებელი ძალა, რომ ქვეყანაში ცუდი უნდოდეს, ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია. დანარჩენი ყველაფერი პოლიტიკური კუდებია. ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესში შედის, თავის მოსახლესთან ერთად ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო. სტიქიები ყველგან მძვინვარებს. ახლა ერთი თვალის გადავლებაა საჭირო. ნებისმიერი ზაფხულის უდიდესი გამოწვევაა არის მაღალი ტემპერატურა და მერე ქარი. აგერ რა ხდება პორტუგალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ამერიკაში, თვითონ უბედურ ქვეყანაში რუსეთში რა უბედურებები ხდება და ყველგან არ არსებობს ეს გამოწვევა… ეს სტიქია ახალი არ არის. მთავარია, ასეთი გაჭირვების დროს ერი და ბერი იყოს შეკრული. ერი და ბერი ერთმანეთს კი არ უნდა აქილიკებდეს, ვის რისი გაკეთება შეუძლია ამაზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთბული. ხელისუფლებას რაც ევალება თავის შესაძლებლობების ფარგლებში, ეს იქნება სპეციალური დანაყოფები, მაშველები, ჯარია ჩართული, ავიაცია, საერთაშორისო დახმარების ხელია გამოწვდილი – თურქეთიდან არის თვითმფრინავი, თვითონ მოსახლე. ყველაფერი კეთდება და უნდა გაკეთდეს იმისი რეალური პოტენციალიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია. ყველა ერთნი უნდა ვიყოთ, ყველა ერთმანეთს უნდა ვეხიდებოდეთ, ყველა უნდა ვქმედითობდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ერთმანეთის ქილიკით, ჩასაფრებით და ლანძღვით საქმე არ გამოვა” –
ამის შესახებ “მეტრონომს” ბორჯომში მიმდინარე ხანძრის კომენტირებისას “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ განუცხადა.