უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება კავშირის უნარზე, დაიცვას ფუნდამენტური პრინციპები, შეეწინააღმდეგოს აგრესიას და დაეხმაროს მეგობარ ქვეყნებს.
„მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო: თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.