თაღლითური სქემის მსხვერპლი ემიგრანტები, რომლებიც იტალიაში დასაქმების ნაცვლად ტყვეობაში ხვდებიან. შოკისმომგვრელ ამბებს საქართველოს მოქალაქეები “პირველებს” უყვებიან. სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის პირველი ნაწილი იწყება თბილისში და უმძიმესი პირობებით სრულდება იტალიაში.
კონკრეტული თაღლითური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ერთი ოჯახის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, ადამიანებს ატყუებენ, იტალიაში ჩაჰყავთ, დიდ ფულს სძალავენ და ბოლოს ევროპის ქვეყნის ერთ-ერთ სოფელში ქოხში ტოვებენ, სადაც ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილისთვის სწირავენ.
ვინც ამ დანაშაულის შესახებ მოყოლას პოლიციისთვის დააპირებს, მოკვლით ემუქრებიან.
ხალხი, ვინც ნასესხები ფულით ევროპაში სამუშაოდ ჩავიდა პრაქტიკულად დაატყვევეს. საქართველოს მოქალაქეები ახლა შველას ითხოვენ. შუამავალმა ლიკა გალუტსტაშვილმა ისინი იტალიაში დასამქების დაპირებით წაიყვანა და სანაცვლოდ ამისთვის ფულიც აიღო, ევროპაში ჩასული ქართველები ბინაში ჩაკეტეს და ღამის გათენების ფულს თვეში 250 ევროს სთხოვენ.