„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ე.წ. არაფორმალური მმართველი არასდროს ყოფილა. ივანიშვილი ყოველთვის იკავებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, შესაბამისად, არაფორმალური მმართველი არასწორი ტერმინია.
„აქამდე თუ ვინმეს მიაჩნდა, რომ ის არაფორმალური მმართველი იყო, ეს არის მძიმე შეცდომა იმიტომ, რომ არაფორმალური მმართველი – ეს ტერმინი ჩვენ გვესმოდა მაშინ, როდესაც ის იყო პარტიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და მისი ხელმოწერით შემოდიოდა პრემიერის კანდიდატურა. მაშინაც კი „არაფორმალურ მმართელს“, ამ ტერმინს იყენებდნენ ნაცმოძრაობის წევრები და ეს მძიმე შეცომა იყო,“ – ამბობს მდინარაძე.