30 აგვისტოს, გამთენიას, ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

30 აგვისტოს, გამთენიას, ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 აგვისტოს, 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე” – წერს გზების დეპარტამენტი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share