პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი და “ქართული ოცნების” ყოფილი ანალიტიკური მდივანი, არმაზ ახვლედიანი ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა არის მის მიმართ უნდობლობა:
“ყველაზე დიდი პრობლემა ახლა არის უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილის სიტყვის ფასი კაპიკია, მე ასე ვიტყოდი. ვინ უნდა ენდოს მის სიტყვას? მაგრამ, საქმე ისაა, რომ მიუხედავად მისი გეგმისა რომ ვითომ მიდის, ვითომ გვლანძღავს, არა, მართლ;ა გვლანძღავს, ამის მიუხედავად მისი და მისი სამარცხვინო ხელისუფლების დრო ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. წამზომი ჩართულია და როგორც მზის ჩასვლას ვერაფერი ვერ გააჩერებს, ისე ვერაფერი ამ შეუქცევად პროცესს ვერ გააჩერებს”-აცხადებს ახვლედიანი.