“ამ ხელისუფლების მომხრეებს უნდა ვუთხრა – ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა (სოზარის კითხეთ, ვინაა), რომ უკრაინის დაკარგვა რუსული იმპერიის დასასრულიაო”-დავით დარჩიაშვილი

ფიქრი, რომ რუსეთი გამოძვრება ამ მდგომარეობიდან, არის ისტორიის არცოდნა და მენტალური დეგენერაცია.- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ფიქრი, რომ რუსეთი გამოძვრება ამ მდგომარეობიდან, არის ისტორიის არცოდნა და მენტალური დეგენერაცია. ამ ხელისუფლების მომხრეებს უნდა ვუთხრა – ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა (სოზარის კითხეთ, ვინაა), რომ უკრაინის დაკარგვა რუსული იმპერიის დასასრულიაო. გერმანიის სოც-დემოკრატი კანცლერი შოლცი (ყველაზე უფრო პრორუსული ტრადიციის მქონე ევროპული ძალის სახე და ხატება ) უკრაინის არტილერიითა და აირსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს. ასეთი რამ არ მომხდარა 1919 წელსაც კი, როდესაც რუსეთში სამოქალაქო ომი იყო. გაახილეთ თვალები, დაუჯერეთ ევროპას და ამერიკას. სოზარ, stop F drinking!” – წერს დავით დარჩიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share