საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის არჩევის წესზე დღეს, 30 აგვისტოს იმსჯელებენ.
ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას თავისი არევანი უკვე გაკეთებული აქვს, თუმცა ისინი მხარს მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მიერ წამოყენებულ კანდიდატს დაუჭერენ.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატს. ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ ის შეხვედრები, რომლებსაც კონსულტაციები დაარქვეს და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, აი ერთი რამე ხელშესახები საკითხი თუ მაინც თუ შეიძლება დაასახელოს ხელისუფლებამ რა გადაწყვეტილებები მიიღო, რაც რეალურად შეცვლიდა ქვეყნის მდგომარეობას, რომ გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა. ოპოზიციას გვაქვს ერთობლივი შეხვედრა და გადავწყვეტთ, რა იქნება სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ენმ-ს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორმა, ომბუდსმენის კანდიდატის შერევა უკვე დაიწყო, როგორც ცნობილია ისინი პარლამენტს ათ სავარაუდო კანდიდატს წარუდგენენ.