საქართველოში დარეგისტრირებული 7 ათას 500 რუსული კომპანია, რომლის საქმიანობის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცის. საქსტატი ახალ საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს. რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელმაც ბოლო 5 თვეში ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხანგრძლივად დარჩენას გეგმავს და ბინადრობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.
დასანქცირებული რუსეთის გარდა საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ოკუპანტი სახელმწიფოს მხარდამჭერი კიდევ ერთი ქვეყნისთვის. რუსულ კომპანიებთან ერთად კრიტიკულად არის გაზრდილი ბელარუსიდან ჩამოსული მიგრანტების მიერ რეგისტრირებული ბიზნესები, თუმცა დრამატულად გაზრდილ სტატისტიკაში “ქართული ოცნება” საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.