რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა “თავიანთი მოსაბეზრებელი რუსოფობიური კრიახით ტვინი წაიღეს “.
“ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს”, – წერს მედვედევი.