cnews.ge იჩქერიის უსაფრთხოების სამსახურს უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონ ,,ახმადის” ლგბტ მეომარმა საინტერესო დოკუმენტი მიაწოდა.
33 წლის რუსი სამხედროს პირადი საქმიდან ირკვევა, რომ კადიროველები უკრაინაში რუს სამხედროებს აუპატიურებენ.
დაზარალებულის სახელი და დაბადების წელი: ნეკრასოვი ევგენი სერგეევიჩი; 02.15.1989 წელი.
წოდება: უმცროსი სერჟანტი.
სამსახურის ადგილი: რუსეთის ფედერაცია, ორენბურგის ოლქი, სოფელი ტოცკოე-2, სამხედრო ნაწილი 12128.
ის უჩივის ტკივილს სახის, ყელის, ზედა და ქვედა კიდურების, ტანისა და გულმკერდის არეში ჰემატომებისა და აბრაზიების არეში. ტკივილი ნაწლავის მოძრაობის დროს და სისხლი განავალში.
დანაყოფში მიღებული დაზიანებების მიხედვით – სცემა და გააუპატიურა კადიროველთა ჯგუფმა. ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, იტყობინება იჩქერიის უსაფრთხოების სამსახური.
დიაგნოზი: მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, ორი ბზარი ანუსში, სფინქტერი ტონუსის გარეშე.
ფსიქიატრი: სამხედრო ბრძანების აღსრულებისას, რომელიც ვერ შესრულდა, კავკასიელი ეროვნების პირებმა (კადიროველებმა) სასჯელად ჩაიდინეს სექსუალური ძალადობა.
განმეორებითი გამოკვლევა ფსიქიატრის მიერ: უიმედობის მდგომარეობა, ცხოვრებისადმი ინტერესის ნაკლებობა, განწყობის დაქვეითება „წარსულს ვერ ვივიწყებ“, „მე ვერ ვხედავ ცხოვრების აზრს“, სევდა, სისუსტე, უღირსობის გრძნობა.
დამნაშავე კადიროველები არავის დაუსჯია. ინციდენტსაც საგულდაგულოდ მალავდნენ რუსები.
საინტერესოა რა განმარტებას გააკეთებს ამაზე რამზან კადიროვი.