„საქსტატის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ არ არის ცნობილი საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ბიზნესის, მათ შორის რუსული შპს-ებისა და ინდმეწარმეების საქმიანობის სფერო. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიზეზი ისაა, რომ მათ ფუნქციონირება არ დაუწყიათ.
“როცა კომპანია რეგისტრირდება, ის დაუყოვნებლივ არ იწყებს საქმიანობას და უფრო მეტიც, შეიძლება დამფუძნებლისთვის უცნობი იყოს საქმიანობის სფერო. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ახლად რეგისტრირებული უცხოური კომპანიების საქმიანობა არ არის მითითებული.” ამბობს საქსტატის ხელმძღვანელი
საქართველოში დარეგისტრირებული 7 ათას 500 რუსული კომპანია, რომლის საქმიანობის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცის. რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელმაც ბოლო 5 თვეში ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხანგრძლივად დარჩენას გეგმავს და ბინადრობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.