საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სავარაუდოდ, რუსული სანქცირებული ტვირთი შემოვიდა.
ორი დღეა ბათუმის აკვატორიაში რეიდზე დგას ხომალდი “ატაკამა”, რომელიც რუსეთის პორტ ტუაფსედან შემოვიდა. ტვირთის წარმომავლობა გასაიდუმლოებულია, ხომალდს გათიშული აქვს საიდენტიფიკაციო სისტემა, რის გამოც დეტალების დაზუსტება ვერ ხერხდება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სატვირთო ხომალდზე სავარაუდოდ, სანქცირებული რუსული მაზუთია, რომელიც გემზე ამ დრომდეა განთავსებული. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, სავარაუდოდ, რუსულ სანქცირებულ პროდუქტს წარმომავლობა შეუცვალონ და სხვა ქვეყანაში გაგზავნონ.
საქართველოში გემის მიმღები კომპანია “ტეროა”. კომპანიაში აცხადებენ რომ ისინი ტვირთის ჩამოცლაზე პასუხისმგებელი არ არიან.