“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე პრეზიდენტის თანხმობას ეხმაურება და ამბობს, რომ საკითხი საერთო შეთანხმებით დასრულდა და “ხისტ კომენტარებს” აღარ გააკეტებს.
“ინტერესი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევინარჩუნოთ ცხელი ურთიერთობების ფორმატი, წარუმატებელია. ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდა, გადაწყდა მართებულად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და რასაკვირველია ადრე რომ ყოფილიყო მიღებული უკეთესი იყო. კარგია, რომ ეს საკითხი საერთო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, აღარ ვფიქრობ რომ ამ თემაზე ხისტი კომენტარები უნდა გავაკეთო”, – უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარლამენტში.