ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შვიდი თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი გაიზარდა. წლის დასაწყისში ნაშთი 880 მილიონ ლარს შეადგენდა და ის 7 თვის განმავლობაში 190 მილიონი ლარით, 1.07 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის ნაშთი ასევე სხვა თავისუფალი სახსრები კომერციული ბანკების ანგარიშებზე არის განთავსებული ვადიანი დეპოზიტის სახით. ჯამში ამ სახით 1.25 მილიარდი ლარი არის შენახული.
ბიუჯეტის უარყოფითი სალდო, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წლის პირველ შვიდ თვეში 717 მილიონ ლარს შეადგნდა.
bm.ge