ხერსონის მიმართულებაზე გრძელდება 28 აგვისტოს დაწყებული უკრაინელთა შეტევები. ფრონტზე არსებული მდგომარეობა 31 აგვისტოს , 16:30 საათის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
შუადღის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ჩრდილო-აღმოსავლეთით გააფართოვეს კონტროლის ზონა- ტერნოვი პოდთან და მდინარე ბელოზერკას აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე.
ამ წუთებში ბრძოლები გრძელდება ტერნოვი პოდიდან კისილევკას ჩრდილოეთ გარეუბნებამდე.
უკრაინელთა აქტიური შეტევების ფონზე რუსულ საბრძოლო შენაერთებს მოუწიათ ზელენი გაის სამხრეთით- სარეზერვერო პოზიციებზე უკან დახევა.
ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს აგრეთვე უკრაინელთა მხრიდან საარტილერიო იერიშები რუსების პოზიციებზე და თავის მხრივ, ოკუპანტებიც რეაქტიულ და მძიმე, ბუქსირებად არტილერიას იყენებენ.