№443 დადგენილებით პრემიერ მინისტრმა საქართველოში ხბოებზე ზრუნვის ახალი წესები დაამტკიცა. პრემიერის ხელმწოერილი დოკუმენტი ახლა გლეხებისთვის დიდ თავისტკივილად იქცა, რადგან საქონლის სადგომების უმეტესება თავიდან ასაშენელია.
ღარიბაშვილი გლეხებს სთხოვს, ხბოს სადგომში იყოს ისეთი იზოლაცია, გათბობა და ვენტილაცია, რომელიც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს, უნდა აკონტროლონ მტვრის დონე, ტემპერატურა და ტენიანობა.
სოფლის მეურენობის მინისტრი რომლსაც პრემიერის ბრძანებით ხბოებისთვის სათანადო საცხორებელი პირობების კონტროლი ევალება კომენტარს არ აკეთებს.
ღარიბაშვილის ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ პირუტყვის სადგომში აუცილებელია მზის შუქის მოხვედრა. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, გლეხი ვალდებულია ბოსელში ხელოვნური განათება უზრუნველყოს. მაგრამ შუქის ანთება მხოლოდ დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე შეგეძლებათ, რადგან დაბნელების შემდეგ, ხბო ზედმეტმა შუქმა არ უნდა შეაწუხოს.
სტანდარტები, რომელსაც მთავრობა გლეხებს და მესაქონლეებს უყენებს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანების საცხოვრებელ გარემოშიც კი არ არის. ამის მიუხედავად, სოფლებში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ხალხს ხელისუფლება ეუბნება, რომ ხბოს ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა დაიცვან.
ხბოს უფლებების დაცვის შემდეგ, ხელისუფლება ქათმების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას აპირებს. ახალი რეგლამენტი ცოტა ხანში გასაჯაროვდება. ხბოს დაცვის რეგლამენტი ძალაში 2028 წლიდან უნდა შევიდეს.