“არ დაიჯეროთ, არ დაიჯეროთ”, “არ წავიდა, არა!”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლას ეხმაურება და წერს, რომ ის არსად არ წასულა და ოპოზიციას ახლა მართებს ერთად დგომა. ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ასევე ოპოზიციური პარტიის სხვა ლიდერებიც:

‘წავიდა კი არა, ახლა მოვიდა! წასვლა იქნება გაყალბებული არჩევნები ანუ მიტაცებული სახელმწიფო დააბრუნოს, აი წასვლა მაშინ იქნება . ახლა იწყება სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური აღვირახსნილება , აი ახლა გვმართებს ოპოზიციას ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და პრინციპულობა! არ წავიდა არა !”-წერს ჩარკვიანი.

“როცა ის ამბობს, რომ ის “ოცნებობს” ისეთ ძალაზე, რომელიც ჩაანაცვლებს “ქართულ ოცნებას”, ის ამით ცდილობს აირიდოს ის პოლიტიკური დარტყ,მები, რომელიც მასზე არის მიმართული და შეეცდება შექმნას ახალ ე.წ. ოპოზიციური, ისევ მისგან მართული და დაფინანსებული ძალა, როგორც აქამდე იყო “ქართული ოცნება”, ეს სამარცხვინო სიყალბე”-ამბობს ნინო ბურჯანაძე.

“მან ოპოზიცია ვერ გატეხა, ვერ შეიტყუა პარლამენტში და ხელში შერჩა ერთპარტიული მარაზმი, ამავდროულად დაემხო მისი მფარველი ტრამპის რეჟიმი ვაშინგტონში. ახლა მისი ოცნებაა გადაარჩინოს ჩვენგან მოპარული მილიარდები და შიონარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება სირაქლემისეული ჩამალვით ქვიშაში. გალაკტიონით დავიწყებ: ‘ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება და დავასრულებ დები იშხნელების სიმღერით: ‘არ დაიჯეროთ, არ დაიჯეროთ”-ამბობს შალვა ნათელაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share