პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში პარლამენტია. დეოლიგარქიცაზიის პირობის შესასრულებლად უკვე ორი საათია ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან სპეციალურ შეხვედრას მართავენ.
ოპოზიცია უახლოეს მომავალში გეგმავს წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც კონკრეტულად გაიწერება, თუ ვინ არის ოლიგარქი და როგორ შეიძლება მისი გავლენების შესუსტება სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
პარტიებში არ მალავენ, რომ ეს 12 პირობას შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული პირობაა, რადგან დეოლიგარქიცაზია ივანიშვილის გავლენების შემცირებას თავისთავად გულისხმობს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული პროცესია, რადგან მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანას ამ პირობის შერულების კუთხით აქვს.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის თქმით, ოპოზიცია წინასწარ, მოქალაქეებთან და დასავლეთთან შეთანხმებული კანონის მიღებას აპირებს.
ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ყველა ზიანი, რაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიაყენა სახელმწიფომ, ანაზღაურდება.
„დადგება ამ ქვეყანაში დრო და თუ ამ კანონს არ მიიღებს, და ალბათ არ მიიღებს „ქართული ოცნება“, ჩვენ წინასწარ, მოქალაქეებთან და დასავლეთთან შეთანხმებულ კანონს მივიღებთ და ყველა ზიანი, რაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიაყენა სახელმწიფომ,ამ ზიანის აღმოფხვრა და ანაზღაურება მოხდება. უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი, რას ნიშნავს ოლიგარქი, ვინ არის ოლიგარქი, რას ნიშნავს ოლიგარქული რეჟიმი და რა უნდა მოხდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციისთვის“. – ამბობს გიორგი ვაშაძე.