რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას არ დაესწრება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ხსენებულის მიზეზი პუტინის დატვირთული სამუშაო გრაფიკია.
მედია წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა გორბაჩოვის ჩასასვენებელი ყვავილებით შეამკო და საბჭოთა ლიდერს ასე გამოემშვიდობა.