“ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოვისმინე… ამ პოლემიკის განვრცობა და გაღრმავება არ შედის ქვეყნის ინტერესებში” – ასე პასუხოპბს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნებიდან წასულებთან” დაკავშირებით და პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს. ამბობს იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ის არ გაცნობია და დეტალურ განცხადებებს უკვე “ტექსტის გაცნობის” შემდეგ გააკეთებენ.
რა თქმა უნდა, მე ყურადღებით გავეცანი მათ ამ კრიტიკულ კითხვებსაც მათ წერილებს. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველასთვის ძლაიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს და ყოველთვის ექნება გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი მთავარი კონსტიტუციური უფლება და მთავარი ღირებულება. მეორე მხრივ, მე მინდა შევახსენო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ჩვენ ვავითარებთ სტაბილურად ჩვენს ქვეყანას.
მე როგორც პრემიერმინისტრი, ჩვენი მთავრობაც და ჩვემნი მმართველი გუნდი, ვართ ვალდებული და პასუხისმგებელი, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეები, ისეთები როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი, ევროპული სახელმწიფოები და საერთოდ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პატარა სახელმწიფო ძალიან ძლიერი სახელმწიფო და ძალიან ძლიერი ხალხი პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებას.
ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის როლი, არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთამ, ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი გეზი.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე, პოლემიკაც მოვისმინეთ და ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და მისი გაღრმავება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში…, – ამბობს ღარიბაშვილი.