პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტი ღრმავდება. სალომე ზურაბიშვილი ნაციონალური არხების ეთერში თითქმის ორმოცწუთიან გამოსვლაში ძირითად დროს სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას უთმობს.
ქვეყნის მეთაური პირდაპირ დადანაშულებას თავს არიდებს, მაგრამ მთელი მისი საუბრის კონტექსტიდან ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტი უკმაყოფილოა და პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვს. სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებითაა გაღიზიანებული მის უშუალო უფლებამოსილებაში მთავრობის მეთაურის შეჭრით, თუმცა ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილს მაინც დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გადახედვას ურჩევს.
პრეზიდენტი რეკომენდაციის სახით აჟღერებს საკუთარ მოთხოვნებს, თუმცა აშკარაა, რომ ქვეყნის მეთაური უკიდურესად უკმაყოფილოა და მხოლოდ ხისტ ტონს გაურბის. ის პირდაპი ახსენებს პრემიერმინისტრს მოვალეობებს და ფაქტობრივად მოითხოვს მისგან მკაფიო გადაწყვეტილებების მიღებას შიდა და საგარეო პოლიტიკაში – კონკრეტულად კი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნებისგან მოელის გამიჯვნას ეგრეთ წოდებული ამბოხებული ოთხეულისგან, მოითხოვს ბრიუსელში 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების კონკრეტული გეგმის წარდგენას და ნიუ-იორკში უკრაინის ღია მხარდაჭერას.
მთავარი არხი