უკრიანამ ივანიშივლის მეგობარ ოლიგარქს ქონება ჩამორთვა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის მეგობარ რუს ოლიგარქს, ვლადიმირ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები გაუყინეს. ევტუშენკოვს ჩამოერთვა უძრავი ქონების 17 ობიექტი, საერთო ფართობით თითქმის 100 ათასი კვადრატული მეტრი, ასევე ოლიგარქების წილი რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში.

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. აპრილში, ინტერნეტში აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს დაეხმაროს სანქციებისგან გვერდის ავლაში. ეუბნება რომ მისი წარმომქდგენელი ვინმე დავითი ჩამოვა საქართველოში და მას გაესაუბრება დეტალებზე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share