ოდესაში დელფინები ომის საშინელებების გამო მასობრივად იღუპებიან. ინფორმაციას ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უკრაინის ნაციონალური პარკის თანამშრომელი, ივან რუსევი, ავრცელებს.
ამ დღეებში კვლავ ვნახეთ 5 მკვდარი დელფინი, რომელიც პლიაჟზე იყო გამორიყული. ხოლო ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთით ცხოვრობენ, მოგვაწოდეს ინფორმაცია კიდევ 3 დაღუპული დელფინის შესახებ – წერს სოციალურ ქსელში რუსევი.
სპეციალისტის განმარტებით, დელფინების სიკვდილის გამომწვევი მიზეზია ოკუპანტების საბრძოლო ქმედებები, კერძოდ, შავ ზღვაში ყოფნისას რუსული სამხედრო ხომალდები, უპირატესად, წყალქვეშა ნავები, იყენებენ ჰიდროლოკატორებს, ანუ სონარებს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ზღვის ცხოველების ჯანმრთელობაზე.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა იქვე განმარტა, რომ დაღუპული ცხოველების მხოლოდ 5% გამოირიყება ნაპირზე, 95% კი ზღვის ფსკერზე ჩადის. მათი რაოდენობის გამოკვლევა კი უბრალოდ შეუძლებელია.
რუსი ოკუპანტების ბარბაროსულ ქმედებებს უკვე 10 ათასობით დელფინის სიცოცხლეც შეეწირა – აცხადებს
ივან რუსევი.